Zviad zviadauri biography of mahatma

ზურაბ ზვიადაური

ზურაბ ზვიადაური (დ. 2 ივლისი, 1981, ახმეტა) — ქართველიძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი.

სპორტული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით. 1998 წელს ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი გახდა, ხოლო 2000 წელს — მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ზვიადაურმა ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს 2001 და 2003 წლების ჩემპიონატებზე, ხოლო ევროპის 2002 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მოგვიანებით ზვიადაური ასპარეზობდა შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებში.[1]

არის სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2004, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენი კავალერი.

ძირიათადი შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელიტურნირიმასპინძელიწონითი კატეგორიაადგილი
2001მსოფლიო ჩემპიონატიმიუნხენი, გერმანია-90 კგ02 
2002ევროპის ჩემპიონატიმარიბორი, სლოვენია-90 კგ03 
2002ევროპის ჩემპიონატიმარიბორი, სლოვენია-90 კგ01 
2002მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიბაზელი, შვეიცარია-90 კგ02 
2003ევროპის გუნდური ჩემპიონატილონდონი, დიდი ბრიტანეთი-90 კგ01 
2003მსოფლიო ჩემპიონატიოსაკა, იაპონია-90 კგ02 
2004ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებიათენი, საბერძნეთი-90 კგ01 
2006ევროპის გუნდური ჩემპიონატიბელგრადი, სერბეთი და ჩერნოგორია-90 კგ03 
2012ევროპის ჩემპიონატიჩელიაბინსკი, რუსეთი-90 კგ01 

პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ზვიადაური არის საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტის, ჯარჯი ზვიადაურის ბიძაშვილი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]